Daily Mail-ის ცნობით, მეგან მარკლს Down Undee-ის ბოლოდროინდელ ღონისძიებაზე კიდევ ერთხელ სურდა Stella McCartney-ს მოდური კოსტუმის მორგება, რისი საშუალებაც მას აღარ მიეცა. ჰარი, რომელიც მუდმივად აძლევს მეუღლეს რჩევებს, ამის წინააღმდეგი აღმოჩნდა.
მიზეზი, რის გამოც, მეგანს კიდევ ერთი შეზღუდვა დაუწესდა, დედოფალი ელიზაბეტია, რომელიც უპირატესობას კლასიკურ კაბებს ანიჭებს.
„მეგანს ურჩიეს რომ შეეწყვიტა ჰოლივუდის ვარსკვლავივით ჩაცმა და სამეფო ოჯახისთვის მისაღები ტანსაცმელი შეერჩია, მეგანს კიდევ ერთი კოსტუმი სურდა ჩაეცვა, თუმცა ჰარიმ ის ზედმეტად არატრადიციულად მიიჩნია“ - წერია წყაროში.
მიუხედავად ამისა, ბრიტანული სამეფო ოჯახის ისტორიაში ხშირია შემთხვევები, როცა ქალბატონები ამ განაწესს არღვევენ და მისი მთავარი პიონერი ლედი დაიანა გახლავთ, რომელიც ხშირად ფიგურირებდა კოსტუმში.
ერთადერთი შემთხვევა, როცა ჰერცოგინობის პერიოდში მეგანი კოსტუმით გამოჩნა, ირლანდიაში ვიზიტი გახლდათ, რომლის დროსაც შავ სამოსში გამოწყობილმა ჰერცოგინიამ დიდი მოწონება დაიმსახურა.