ივანკა ტრამპი, სანამ 2016 წლიდან თეთრ სახლში პოლიტიკურ საქმიანობას დაიწყებდა მოდური ბრენდის სამოსის წრამოებით იყო დაკავებული. მას საკუთარი ხაზი ჰქონდა, რომელიც 2014 წლიდან ფუნქციონირებდა.
გასულ წელს, ტრამპმა ბრენდზე აქტიურ მუშაობას თავი დაანევა და მამის მრჩეველი გახდა და ბიზნესი ოჯახთან დაახლოებულ სხვა პირებს გადააბარა. მიუხედავად იმისა, რომ ივანკამ მბრენდის მენეჯერობასაც თავი დაანება, მისგან ფინანსურ სარგებელს ჩვეულებისამებრ იღებდა.
თუმცა როგორც აღმოჩნდა, ანტიტრამპისტულმა კამპანიებმა ოჯახურ ბიზნესსაც შეუშალა ხელი და სანდრო წყაროს ცნობით ისინი ვეღარ ახერხებდნენ პროდუქციის გაყიდვას, რომელიც აშშ-ს გარდა, კანადაშიც იყო გაყიდვაში.
ოჯახი, ბუნებრივია, თავს არიდებს ნამდვილ მიზეზზე საუბარს და კომენტარსაც აკეთებს. „ჩემი მომავალი კარიერა სწორედ იმ საქმიანობას უკავშირდება რითიც აქ - ვაშინგტონში ვარ დაკავებული, შესაბამისად ბრენდის დახურვის გადაწყვეტილება საუკეთესოა ჩემი და ჩემი პარტნიორებისთვის“ - განაცხადა მან.