Balenciaga-ს ბრენდი ბოლო დროს საკმაოდ სკანდალური პროდუქციით ხვდება ტაბლოიდების სათავეში, გასული წლის ოქტომბერში დემნა გვასალიამ პარიზის მოდის კვირეულზე კროქსების პლატფორმიანი ფეხსაცმელი წარმოადგინა და მიუხედავად იმისა, რომ სამოსმა დიდი კრიტიკა დაიმსახურა, ის მალევე იქცა 2018 წლის მოდურ ტრენდად.
ამჟამად კი, ბრენდმა კროქსების დიზაინში სიახლე შეიტანა და გადაწყვიტა მისთვის შედარებით კლასიკური იერი მაღალი ქუსლით მიეცა.
ბრენდის ოფიციალურ გვერდზე ატვირთულმა ფოტოებმა კი საზოგადოება გაახალისა.
„უპირველეს ყოფლისა, ფეხსაცმელი არაჩვეულებრივია სახლის მცენარეების მოვლისთვის“ - დაწერა Elle-ს გამოცემის ჟურნალისტმა.
„მისი ჩაცმის შემდეგ შესაძლოა აპოკალიფსის მოახლოების ხმაც კი შემოგესმათ“ - ნათქვამია მეორე ფოტოს აღწერაში.