ბრიტანეთის სამეფო ოჯახის რძლებს საკმაოდ შთამბეჭდავი სამოსის კოლექცია აქვთ, მეგანი და ქეითი საზოგადოებაში ყოველთვის დახვეწილი ტანსაცმლით ფიგურირებენ, თუმცა მათი არჩევანი ყოველთვის საკულტო ბრენდების კოლექციებს როდი უკავშირდება, გადავხედოთ ჰერცოგინიების რჩეული ბრენდების ათეულს.
ქეით მიდლტონი - Topshop.
ერთ-ერთი შემთხვევა, როცა ქეითმა აღნიშნულ ბრენდზე შეაჩერა 2013 წელს იყო, როდესაც ჰერცოგინია პრინც ჯორჯზე იყო ორსულად.
მოგვიანებით Topshop-ის კაბით 2016 წლის ინდოეთის ვიზიტის დროს გამოჩნდა.
მეგან მარკლი - Strathberry.
მეგანი დიდი ხანია ესპანური წარმოშობის ბრენდის მოყვარულია და მისი ჩანთებით ხშირად ფიქსირდება.
ქეით მიდლტონი - L.K. Bennett
ქეითი ბრენდის სამოსით რამდენჯერმე შენიშნეს.
ქეით მიდლტონი - Reiss.
ქეითმა ამ ბრენდის კაბაზე პრინც უილიამთან ოფიციალური ნიშნობის ფოტოს გადაღებისას შეაჩერა არჩევანი.
მას შემდეგ, ჰერცოგინია აქტიურად ირგებს Reiss-ის კაბებს.
მეგან მარკლი - J.Crew.
მეგანი ბრენდის მოყვარული ჯერ კიდევ ჰერცოგინიობამდეც გახლდათ.
თუმცა, ბრენდის სამოსის ტარება ჰარისთან ქორწილის შემდეგაც არ შეუწყვეტია.
ქეით მიდლტონი - Temperley London.
ბრიტანული ბრენდი ჰეცოგინიას კიდევ ერთი ფავორიტია, რომელიც ქალბატონებისთვის ყოველთვის დახვეწილ კაბებს ქმნის.
მეგან მარკლი - Sarah Flint.
მეგანი ბრენდის სამოსით ირლანდიაში ვიზიტის დროსაც გამოჩნდა.
თუმცა Sarah Flint-ი იქამდეც ფიგურირებდა მის ლუქებში.