მიუხედავად იმისა, რომ კემბრიჯის ჰერცოგინია საზოგადოებაში ძირითადად კლასიკური, დახვეწილი სამოსით ჩნდება, როგორც აღმოჩნდა, მისი საყვარელი ფეხსაცმელი სრულიად განსხვავდება მაღალქუსლიანი, გლამურული სამოსისა, რომლითაც მას ხშირად ვხედავთ.
ზოგჯერ, როცა გარემოება ამის შესაძლებლობას იძლება, ჰერცოგინია სპორტულ სამოსსაც იდეალურად ირგებს და სპორტულ ჯინსებსა თუ მაისურებში ის რამდენჯერმე მოხვდა ჟურნალისტების ობიექტივში.
როგორც ფოტოებიდან ჩანს, ჰერცოგინია Superga-ს ბრენდის სპორტული ფეხსაცმლის დიდი მოყვარულია:
ფეხსაცმლის ღირებულება კი არც მეტი, არც ნაკლები 65 დოლარია.
სამოსის მოძიება ნებისმიერ მსურველს Amazon-ის მეშვეობით შეუძლია, მით უმეტეს პროდუქცია ამჟამად დიდი ფასდაკლებით იყიდება და მისი ღირებულება მხოლოდ 45 დოლარია.