ცნობილმა ბრენდმა Reebok-მა ბოლო კოლექცია მთლიანად ქალბატონებს მიუძღვნა და კამპანია „იყავი ჰუმანურის“ სახელწოდება მიანიჭა, ქალბატონები კი, რომლებიც კოლექციის წარსდაგდენად შეირჩნენ, ყველასთვის საყვარელი - ჯიჯი ჰადიდი, გად გადო და არიანა გრანდე არიან.
გოგონებმა, უპირველეს ყოვლისა, ბრენდის სამოსიტ ფოტოგრაფების წინ იპოზიორეს.
თითოეულმა მათგანმა კომენტარიც გააკეთა, არიანასთვის ადამიანურობა ნიშნავს ჰარმონიაში მოხვიდე იმასთან, ვინც ამ ეტაპზე ხარ, მაგრამ არასდროს შეწყვიტო განვითარება.
ჯიჯი კი კონცეფციას ამგვარ ინტერპრეტაციას აძლევს -„ მე ყოველთვის ვცდილობ ახალ საქმეებში მოვსინჰო თავი და კომფორტის ზონიდან გავიდე. მგონია, რომ იყო ჰუმანური ნიშნავს გაანალიზო - არცერთი ადამიანი არ იღვიძებს სუპერგმირის მოტივაციით. შენ ყოველდღიურად უნდა ეძიო სიახლე, ყველაფერი რაც შთაგონებას გაძლევს და გაბედნიერებს, იყავი კრეატიული და ეცადე სამყაროში ცვლილები განახორციელო“.
გადო კი გვირჩევს, რომ საკუთარ თავს შეცდომები ვაპატიოთ, „ რომ შემეძლოს წლების წინანდელი გალისთვის რჩევის მიცემა, ვეტყოდი რომ საკუთარ თავს ასე მკაცრად ნუ განსჯი და ნუ იქნები პერფექციონისტი, ნუ გეშინია წარუმატებლობის, რადგან როცა ასე არ ხდება, მსოფლიოს უკეთესობისკენ ვცვლით“ -აღნიშნა მან.