ამერიკის შეერთებული შტატების პირველი ლედი დღეს ჩელსის სამეფო საავადმყოფოს ესტუმრა ოფიციალური ვიზიტით და მას გვერდს. რა თქმა უნდა, მოდის ქომაგებს არ გამოჰპარვიათ მისი ახალი, დახვეწილი კაბა, რომელიც ნამდვილად შეესაბამებოდა მომხიბლავი ქალბატონის საზაფხულო ვიზიტს.
როგორც აღმოჩნდა კაბა ბრიტანელი დიზაინერის - ვიქტორია ბექჰემის პოპულარული ბრენდის გახლავთ.
კაბა, რომლითაც პირველი ლედი ლონდონში იწონებდა თავს, 1550 ფუნტადაა შესაძლებელი ვიქტორიას ბრენდის საიტზე.
აღსანიშნავია, რომ პირველმა ლედიმ ბავშვებთანაც ისაუბრა და საკმაოდ სასიამოვნოდ გაატარა ვიზიტი, რომლის დროსაც მათთან თამაშსაც არ მოერიდა.
პირველი ლედის ამგავრი თბილი გამოჩენა განსაკუთრებით სასიამოვნო მისი ბოლოდროინდელი სკანდალის შემდეგაა, შეგახსენებთ რომ ცოტა ხნის წინ, მელანიას ჩაცმულობამ მთელი მსოფლიო გააღიზიანა, როცა იმიგრანტ ბავშვებთან შეხვედრაზე ქურთუკით გაემართა, რომელსაც ზურგზე წარწერა - "მე არ მადარდებს, შენ?" ამშვენებდა.