პრინცესა დაიანა, რომელმაც არა მხოლოდ ბრიტანეთს, არამედ მთელს მსოფლიოს ტრაგიკული სიკვდილით დასწყვიტა გული, დღემდე ინარჩუნებს მოდის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურის ტიტულს . მოდის ქომაგებმა თანამედროვე სუპერვარსკვლავების სამოსში კიდევ ერთი ტრენდული დეტალი შეამჩნიეს, რომლის ერთ-ერთი პიონერიც პრინცესა დაიანა გახლდათ.
საქმე სავარჯიშო შორტებს ეხება, რომელსაც პრინცესა სპორტულ ზედასა და ფეხსაცმელსაც უხამებდა, ამგვარი ლუქით ის ქუჩაშიც ხშირად ჩნდებოდა.
დაიანას მსგავსად, ეს შორტები დღესაც აქტუალური გახდა ყოველდღიურ ლუქებში და ერთ-ერთი პირველი ვარსკვლავი, რომელიც ამგვარი სამოსით საზოგადობაში გამოჩნდა, კიმ კარდაშიანი გახლავთ.
ცოტა ხნის წინ კი, მსგავსივე სამოსში წვეულებაზე ბელა ჰადიდიც გამოჩნდა.
იმავე ტენდენციას ცნობილი პოპშემსრულებელი - რიტა ორაც მისდევს.