პრინცი ლუის ნათლობის შემდეგ, მეგან მარკლი კიდევ ერთ მნიშვნელოვან ღონისძიებაზე გამოჩნდა. წელს, ჰერცოგინია პირველად დაესწრო ბრიტანეთის საჰაერო ძალებისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე, რომელიც უკვე მეასედ აღინიშნება. მეგანი მეუღლეს - ჰარისთან, პრინცი უილიამის, ქეითისა და დედოფლის გვერდით შავ მომხიბლავ კაბაში იწონებდა თავს, რომელიც როგორც აღმოჩნდა ოდრი ჰეფბერნის კიდევ ერთი ლუქის ახლებური ვარიაციაა.
ულამაზესი კაბა, რომლითაც მეგანი გამოჩნდა დიორის ბრენდისაა და მას სასექსის ჰერცოგინიამ სტივენ ჯოუნსის შესაფერისი ქუდიც შეუხამა.
მეგანის ლუქმა მოდის ქომაგებს ოდრი ჰეფბერნის ცნობილი კაბა გაახსენა:
აღსანიშნავია, რომ მეგანის სტილის ოდრისთან გაიგივების ფაქტი აქამდეც მომხდარა. წელს, Royal Ascot-ზე სასექსის ჰერცოგინიას ჩაცმულობამ 1964 წლის ფილმი My Fair Lady და ოდრი ჰეფბერნის ცნობილი ქუდი გაგვახსენა.
მიუხედავად იმისა, რომ სამოსი ამოღებული მხრებით სამეფო პროტოკოლის დარღვევად მიიჩნევა, მეგანი როგორც ჩანს არ ეგუება შეზღუდვას და ცოტა ხნის წინ, დედოფლის დაბადების დღისადმი მიძღვნილ ცერემონიაზეც Carolina Herrera-ს მსგავსივე სტილის კაბით გამოჩნდა.