ცნობილმა დიზაინერმა - ვიქტორია ბექჰემმა კიდევ ერთი გატაცების შესახებ გაასაჯოროვა ინფორმაცია. 44 წლის დიზაინერმა აღიარა, რომ ბუნებრივი კრისტალების დიდი მოყვარულია და მათგან პოზიტიურ ენერგიას გამუდმებით იღებს, ვინაიდან მუდამ თან ატარებს.
ცნობილი გახდა, რომ ყოფილი პოპვარსკვლავი მუდამ თან ატარებს შავ ობსიდიანს. ეს გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ქვაა, რომელსაც ენერგიის დიდი მარაგი აქვს. მიჩნეულია, რომ ის წმენდს ყველანაირ დაბალ ვიბრაციას, შლის ენერგეტიკულ ბლოკებს და მოაქვს წარმატება.
დიზაინერმა ისიც დაამატა, რომ მის შემდეგ კოლექციაში კრისტალები სპეციალურად ქამრებსა და სპეციალურად მათთვის განკუთვნილ ჯიბეებში განთავსდება, რათა მყიდველებს ყველგან შეეძლოთ საყვარელი კრისტალების ტარება.
„საქმე ჩემი კრისტალების კოლექციის გადახედვით დავიწყე, რათა უკეთ მივმხვდარიყავი რა იქნებოდა მომხმარებლებისთვის უფრო მნიშვნელოვანი“- აღნიშნა დიზაინერმა.
ვიქტორიამ ისიც გაამხილა, რომ ჩვენებებზე ვარდისფერ კვარცს იყენებს, რადგან მას წარმატების მოტანა შეუძლია.