ცნობილი ქართველი ტელეწამყვანი და მსახიობი - შორენა ბეგაშვილი, რომლის კარიერაც პრაქტიკულად 2008 წლიდან დაიწყო, როცა მან ქართულენოვანი PlayBoy-ს გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, სილამაზის ეტალონადაა აღიარებული. მომხიბლავ ქალბატონთან უამრავი გახმაურებული სკანდალი ასოცირდება, რაც მისი პიროვნებისადმი საზოგადოების ინტერესს კიდევ უფრო აღვივებს, გადავხედოთ როგორია შორენას ყველაზე გლამურული ლუქები, რომლებითაც ის ნამდვილად გამოირჩევა.