ჯიჯი ჰადიდმა ამჯერად V Magazine-ის გადაღებაში მიიღო მონაწილეობა, რომელშიც მისი უმშვენიერესი ფიგურა მარიო სორენტიმ დააფიქსირა ფოტოსერიაში - უშიშარი. ულამაზეს კადრებთან ერთად, ჯიჯის გულახდილი ინტერვიუს წაკითხვაცაა შესაძლებელი, რომელიც მას ცნობილმა ჩოგბურთელმა - სერენა უილიამსმა ჩამოართვა.
სერენა: ჩვენ ორივეს ახლო ურთიერთობა გვაქვს დებთან, როგორი შეგრძნებაა, როცა შენი და შენივე სფეროს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული წარმომადგენელია?
ჯიჯი: - ეს მიყვარს, ძალიან იშვიათია გქონდეს ის ცხოვრება, რომელსაც მე ბელასთან მოდის ინდუსტრიაში, შენ კი შენს დასთან ერთად იზიარებ ჩოგბურთში. თავს იღბლიანად ვთვლი, რომ ოჯახური სიმყუდროვე ნაწილობრივ მაინც შემიძლია სამსახურშიც შევიგრძნო. ჩვენ ერთმანეთს ვგულშემატკივრობთ. ჩემთვის სასიაოვნოა, როცა ვუყურებ უმცროსი დაიკოს განვითარებას და რომ ამაში გარკვეულწილად საკუთარი წვლილის შეტანაც შემიძლია.
სერენა: რა ურჩიე ბელას, როცა მან პირველად შედგა ფეხი მოდის ინდუსტრიაში?
ჯიჯი: მე ბედნიერი ვიყავი, როცა ნიუ-იორკში პირველად დავდექი ამ გამოწვევების წინაშე და არ მინდოდა ბელას ცხოვრების ეს ეტაპი გამომეტოვებინა. ვცდილობდი ყოველთვის გვერდში ვდგომოდი და ვეხმარებოდი, როცა მას რაიმე კითხვა უჩნდებოდა დამქირავებლის ან გარკვეული სიტუაციის გარშემო. თუმცა, ამასთანავე ზედმეტი ჩარევისგანაც შევიკავე თავი, მიუხედავად იმისა, რომ სამუშაო ვიზიტების დროს ყოველთვის ვცდილობთ კონტაქტი ვიქონიოთ ერთმანეთთან.
სერენა: როგორ ფიქრობ, გაქვთ თუ არა შენ და ბელას კონკურენციის განცდა პირად ან პროფესიულ დონეზე?
ჯიჯი: ვიტყოდი რომ ყველაფრის მიუხედავად მე და ბელას მსგავსი რამ არ გვაკავშირებს და ერთადერთი რამ, რაშიც ერთმანეთს ვეჯიბრებით ოჯახური სადილების მომზადებაა, როცა დასვენების საშუალება გვეძლევა.