2018 წლის ყველაზე აქტუალურ ტრენდებს შორის, უპირველეს ყოვლისა, წელის ჩანთები ფიგურირებს, რაც მთელმა მსოფლიომ აიტაცა. კარდაშიანების ოჯახი ერთ-ერთი პირველი იყო, რომელმაც მას პოპულარიზება გაუწია და ეს ფოტოებიდანაც კარგად ჩანს:
ამჯერად კი წელის ჩანთები ევოლუციის ახალ ეტაპზე გადადის და მას ქენდალ ჯენერს უნდა ვუმადლოდეთ, რომელმაც არც მეტი არც ნაკლები მსგავსივე ჩანთა ფეხზე მოირგო:
ფაქტი ერთი შეხედვით სახალისოა, რასაც ფასზე ნამდვილად ვერ ვიტყვით. ფეხისთვის განკუთვნილი მსგავსი საფულე-ჩანთები პირველად Chanel-მა წარმოადგინა 2007 წლის კოლექციაში და მისი ფასი 645 $-ია, თუმცა ბოლო პერიოდში უკვე ყველა ეგზემპლარი გაიყიდა.