იტალიელი კინომსახიობი და ფოტომოდელი, რომელიც თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული ქალი ფიგურაა მოდის სამყაროში, 53 წლის ასაკშიც არ კარგავს აქტუალობას და ამჯერად ფრანგული Elle-ის ივლისის ნომრის გადაღებებში მიიღო მონაწილეობა.
მონიკა არაჩვეულებრივად გამოიყურება და ფოტოსესიამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა მის უბერებელ სილამაზეში.
მსახიობი, რომლის დებიუტიც იტალიურ კინოში, 1990-იან წლებში შედგა, მრავალი მნიშვნელოვანი როლით გვამახსოვრებს თავს და მისი ვიზუალიდან გამომდინარე, ქალურობის ეტალონადაც არის აღიარებული.