ბრაზილიელმა სუპერმოდელმა - ადრიანა ლიმამ გულშემატკივრები კიდევ ერთხელ გააკვირვა და ამჯერად პარიზში გამართულ მოდის კვირეულზე ყველასგან განსხვავებული იმიჯით წარსდგა. 37 წლის მოდელმა გადაწყვიტა ყურადღება არ მიექცია მოდის სტანდარტებისთვის და ბრაზილია-მექსიკის თამაშის თემატიკა მსგავს ღონისძიებაზეც წამოეწია წინ.
სუპერმოდელი, რა თქმა უნდა, ბრაზილიის ნაკრების გულშემატკივარია და როგორც აღმოჩნდა საკმაოდ გულითადიც.
ლიმას სიმბოლურად საყვარელი ფეხბურთელის - ნეიმარის მეათე ნომრიანი მაისური ეცვა, ამავე ნომრით ადრე პელე და რონალდინიოც გამოდიოდნენ.
აღსანიშნავია, რომ ადრიანა ერთადერთი მოდელი არაა, რომელიც ბრაზილიის ნაკრებს გულშემატკივრობს.
ცოტა ხნის წინ, ბრაზილია-სერბეთის თამაშზე დასასრებად ალესანდრა ამბროსიო რუსეთში ჩაფრინდა და მანაც გუნდის მაისურით იპოზიორა.