თათია ახალაია ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველი მოდელია, რომელმაც ამჯერად პარიზის Haute Couture-ის მოდის კვირეულზე, Alexis Mabille-ის 2018 წლის შემოდგომა-ზამთრის კოლექციის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ჩანს, მოდელის ფავორიტი დიზაინერის ცისფერი კაბა აღმოჩნდა, „მადლობელი ვარ რომ ულამაზეს შოუში მონაწილეობისა და ამ ზღაპრული კაბით პოდიმზე გამოჩენის საშუალება“ - დაწერა მან საკუთარ ინსტაგრამის გვერდზე და ჩვენებიდან კადრები თავადაც გააზიარა.
შეგახსენებთ, რომ თათია Elite Model Look Georgia 2015-ის გამარჯვებულია და დღეს უკვე ისეთი ცნობილი ბრენდების ჩვენებებზე აქვს მონაწილეობა მიღებული, როგორიც Roberto Cavalli, DOLCE&GABBANA, MIU-MIU და სხვები არიან.