სასექსის ჰერცოგინია ორი თვეა, რაც სამეფო კარზე ოფიციალური სტატუსით გამოჩნდა, თუმცა მისი ჩაცმის სტილი უკვე იქცა ერთ-ერთ დომინანტურ ფენომენად მოდის ინდუსტრიაში. მისი ლუქები ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და შესაბამისად, არც გარკვეული სახის მსგავსება რჩება შეუმჩნეველი, რომელიც ყოფილი მსახიობისა და ცნობილი ფილმების პერსონაჟებისა თუ მსახიობების ლუქებს შორის შეინიშნება. გადავხედოთ შემთხვევებს, როცა მეგანის ჩაცმულობამ ჰოლივუდის ცნობილი სიმბოლოები გაგვახსენა.
1.მომხიბლავი კეტრინ ჰეფბერნი 1940 წლის ფილმიდან - The Philadelphia Story.
2.ჰოლივუდის ლეგენა ანჟელიკა ჰიუსტონი
3. Royal Ascot-ზე მეგანის ჩაცმულობამ 1964 წლის ფილმი My Fair Lady და ოდრი ჰეფბერნის ცნობილი ლუქი გაგვახსენა.
4.ბუკინგემის სასახლეში მეგანის ჩაცმულობამ ამერიკის პირველი ლედის - ჯაკლინ კენედის ლუქი გაიმეორა.
5.მეგანი ჰარის პოლოს თამაშზე ჯულია რობერტსის ცნობილი ჩაცმულობა შეგვახსენა ფილმიდან Pretty Woman.
6. ანჯელინა ჯოლის ლუქი 2014 წლის Baftas ღონისძიებიდან და მეგანი Alexander McQueen-ის სამოსში.