სელენა გომეზი 2016 წლის შემდეგ პირველად დაესწრო ფილმის პრემიერას და „სასტუმრო ტრანსილვანიის“ მე-3 ნაწილის პრეზენტაციაზე წარსდგა, რომელიც ლოს-ანჯელესში გაიმარა. თუმცა 25 წლის მომღერლის ჩაცმულობამ გარკვეულ ეჭვებს დაუდო საფუძველი და ბევრმა მოდით დაინტერესებულმა პირმა ჩათვალა, რომ მან მეგან მარკლის სტილს მიბაძა.
სელენა ღონისძიებაზე Oscar de la Renta-ს საზაფხულო კაბით წარსდგა, რომელსაც 21 ათას დოლარზე მეტი ღირებულების სამკაულიც მოუხდინა.
ლუქი გულშემატკივრებმა მეგან მარკლის იმ კაბას მიამსგავსეს, რომელიც მას პრინცი ჰარის ბიძაშვილის ქორწილში მოირგო.
ორივე ქალბატონის კაბა, რა თქმა უნდა, ერთი და იმავე დიზაინერის შეკერილია და შესაძლოა მსგავსება ამან გამოიწვია, თუმცა ფაქტია რომ მეგანის სტილი დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანია თანამედროვე მოდის სამყაროში.