21 წლის სუპერმოდელი, რომელიც ჰადიდების სამოდელო სფეროს კიდევ ერთი ბრწყინვალე წარმომადგენელია, ამჯერად მექსიკური ვოგის გარეკანს ამშვენებს. თამამ ფოტოსესიაში ბელა არაჩვეულებრივად გამოიყურება და მისმა მომხბვლელმა კადრებმა გუშემატკივრების მოწონებაც დაიმსახურა.
მოდელმა ცნობილი ფოტოგრაფის -კრის ქოულის სესიაში მიიღო მონაწილეობა.
ერთ-ერთ ფოტოზე მას Norma Kamali-ს საცურაო კოსტუმიც ამშვენებს, რომლის შეძენაც დაახლოებით 160 დოლარადაა შესაძლებელი.
ბელამ საცუარო აუზის ფონზე შავი კაბითაც იპოზიორა, რომელიც მის ვიწრი წელს კიდევ უფრო თვალსაჩინოს ხდის.
"ახალგაზრდა თაობა, რომელსაც ჩარჩოების გარეშე შეუძლია ცხოვრება" - ასე დაასათაურეს ბელას კიდევ ერთი წარმატებული კადრი გამომცემლება, მოგვიანებით კი მოდელმა თავადაც ატვირთა გადაღებიდან კადრი, რომელიც 405 ათასზე მეტმა გამომწერმა დადებითად შეაფასა.