ბელა ჰადიდისგან უჩვეულო არ არის წითელ ხალიჩაზე თვალისმომჭრელი ლუქებით გამოჩენა და გასული დღის ღონისძიებაც არ გახლდათ გამონაკლისი. 21 წლის სუპერმოდელი რომში Bulgari-ს ბრენდის საღამოზე გამოჩნდა და ბრწყინვალე ოქროსფერი კაბით მიიქცია ყურადღება.
ამჯერად ბელას არჩევანი Versace-ს დიზაინი გახდა, რომელშიც მისი დახვეწილი ფიგურა კიდევ უფრო მიმზიდველი ჩანდა.
რაც შეეხება ფეხსაცმელს, მაღალქუსლიანი გამჭვირვალე ქუსლის მქონე ფეხსაცმელი შეარჩია და Bulgari-ს ულამაზესი სამკაულიც მოირგო.