ანჯელინა ჯოლი მეგან მარკლისა და პრინცი ჰარის ქორწილის საპატიო სტუმრებს შორის არ აღმოჩნდა, თუმცა გუშინ წმ. მაიკლისა და ჯორჯის ხსნოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე 43 წლის მსახიობი ერთ-ერთი ყველაზე თვალისმომჭრელი ფიგურა გახლდათ.
ღონისძიებისთვის ანჯელინა Ralph&Russo-ს ღია ფერის კაბა შეარჩია, რომელსაც შესაფერისი ხელთათმანიც მოარგო. სამეფო ოჯახის ცხოვრებით დაინტერესებულმა პირებმა, მისი ლუქი მეგან მარკლის სამეფო სტილს მიამსგავსეს და ბევრი დაიწერა იმის შესახებაც, რომ მხრებმოღეღილი კაბა სწორედ ჰერცოგინიას სტილის მიბაძვაა.
სამწუხაროდ ღონისძიებას დედოფალი ელიზაბეტი ვერ დაესწრო და საერთო ჯამში არცერთ თვალსაჩინო წარმომადგენელს არ მიუღია ცერემონიაში მონაწილეობა.
აღსნიშნავია, რომ ანჯელინასა და ელიზაბეტს დიდი ხნის ახლო ურთიერთობა აკავშირებთ და ოთხი წლის წინ, მის მიერ სექსუალური ძალადობის აღმოსაფხვრელად გაწეული სამსახურისთვის, დედოფალმა ანჯელინა ამ მნიშვნელოვანი დღის ყველაზე საპატიო სტუმრად დაასახელა.