Dior-ის 2019 წლის მამაკაცის საგაზაფხულო კოლექციის ჩვენება კიდევ უფრო საინტერესო სამეფო ოჯახის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გახადა, ამჯერად პოდიუმზე დანიელი პრინცი - ნიკოლაი წარსდგა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ 18 წლისაა და სასახლის კარის თვალსაჩინო წარმომადგენელია, უკვე დიდი ხანია აქტიურად მოღვაწეობს სამოდელო სფეროში.
ნიკოლაისთვის ეს პირველი შემთხვევა გახლდათ, როცა ჩვენების გახსნის პატივი სწორედ მას ხვდა წილად.
თუმცა მან გასულ წელს ქრისტოფერ ბეილის კოლექციის ჩვენებაშიც მიიღო მონაწილეობა Burberry-ს ცნობილი ბრენდისთვის.
მაღალი და მიმზიდველი მოდელი სამეფო ოჯახშიგვირგვინის მემკვიდრეთა სიაში მეშვიდეა, შესაბამისად, სწორედ ეს აძლევს მას საშუალებას, რომ მისი უდიდებულობისთვის „შეუფერებელი“ საქმიანობით დაკავდეს და წელს ლონდონის მოდის კვირეულზეც ჰქონდა დებიუტი.