გასაკვირი არ არის, რომ ყოველი სამოსი, რასაც სასექსის ჰერცოგინია იცმევს, მალევე ხვდება დეფიციტში, რადგან მის სტილს უკვე, შეიძლება ითქვას, მიმდევრებიც გამოუჩნდნენ. სწორედ ამიტომ წელს მეგანი Teen Choice Awards-ზეა წარდგენილი და კონკურსის ფავორიტის - ბლეიკ ლაივლის კონკურენტი გახდება.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა სამეფო ოჯახის წევრია აღნიშნულ კონკურსზე ნომინირებული და იმ ფაქტს, რომ მეგანმა სამსახიობო კარიერაზე უარი თქვა, ხელი არ შეუშლია, რომ საკუთარი შესაძლებლობები მსგავსი სპექტრის კონკურსებზეც გამოავლინოს.
აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, იმის შესახებ, რომ მეგანი ემის დაჯილდოებაზეც არის წარდგენილი, რეიჩელ ზეინის როლისთვის, რომელიც მან პოპულარულ ტელეშოუში - Suit-ში შეასრულა.
დაჯილდოების ცერემობია 12 აგვისტოს გაიმართება და საკუთარ რჩეულს 13-19 წლის ტინეიჯერები შეარჩევენ.