სასექსის ახალი ჰერცოგინია საზოგადოებაში ყოველთვის მის ზომაზე უფრო დიდი ფეხსაცმლით ჩნდება და ეს ფაქტი უკვე საკმაოდ შესამჩნევია. მეგანის სტილი უკვე მილიონობით გულშემატკივარისთვის იქცა მიბაძვის საგნად, თუმცა ჯვრისწერის გამოცხადებიდანვე ის სწორედ ამგვარი ფეხსაცმლით გვამახსოვრებდა თავს, ამჟამად ამ ფაქტის რეალურ მიზეზს ნათელი მსოფლიო მოდის ექსპერტებმა მოჰფინეს.
მოდის ექსპერტების თქმით, მეგანი ასეთ არჩევანს მნიშვნელოვანი მიზეზით აკეთებს. ცნობილი ვარსკვლავები ხშირად ხმარობენ ერთი ან ზოგჯერ ორი ზომითაც კი დიდ ფეხსაცმელს, როცა მნიშვნელოვან ღონისძიებას ესწრებიან ან წითელ ხალიჩაზე პოზირებენ, რასაც დაზიანებების თავიდან ასარიდებლად აკეთებენ.
არაკომფორტული ფეხსაცმელი, რა თქმა უნდა, ყველასთვის მოუხერხებელია და მაშინ, როცა ვარსკვლავურ ქალბატონებს დიდხანს უწევთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება, დიდი შანსია რომ კანი დაუზიანდეთ.
დიდი ზომის ფეხსაცმლის ტარებაც, რა თქმა უნდა, სირთულესთან არის დაკავშირებული და მეგანი უხერხული სიტუაციის თავიდან ასარიდებლად ფეხსაცმელში ბამბას ათავსებს.