თბილისის მერი - კახა კალაძე და მისი მეუღლე ანუკი არეშიძე მალე მეოთხე შვილს ელოდებიან, სასიამოვნო სიახლე გულშემატკივარს ანუკიმ მაისში, ინსტაგრამით გაუზიარა და ფოტო ატვირთა, რომელზეც ის უკვე ორსულობის მეექვსე თვეშია.
ცნობილი დიზაინერი ორსულობის დროსაც არაჩვეულებრივ ფორმაშია და თვალისმომჭრელი ლუქებითაც გვამახსოვრებს თავს, თვალი გადავავლოთ თუ როგორია მისი საორსულე იმიჯი.
ანუკი ინარჩუნებს ცხოვრების ჩვეულ რიტმსაც და მის დიზაინერულ საქმიანობას რაც შეეხება, შეგახსენებთ, რომ სულ ცოტა ხნის წინ, ანუკის კოლექციიდან სამოსი პოპულარულმა ბრიტანელმა მომღერალმა ჯესი ჯეიმ შეარჩია და ულამაზესი ლუქით Werchter Boutique 2018-ის ფესტივალზეც წარსდგა.