როგორც ამბობენ, სიმაღლე ადამიანს თავდაჯერებას მატებს, თუმცა მიუხედავად სანტიმეტრების რაოდენობისა, არიან ადამიანები, რომელთაც იციან, რომ მოდა ყველასთვის არის. წარმოგიდგენთ 5 დაბალ ვარსკვლავ ქალბატონს, რომელსაც არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს.
რიზ ვაიზერსპუნი, 157 სმ.
მის სტილს ჰოლივუდის სხვა ვარსკვლავებიც აღიარებენ, თავად კი საკუთარ სტილს ტრადიციული სამხრეთულისა და თანამედროვეობის სინთეზს უწოდებს. მას უყვარს ფერადოვნება. რიზს საკუთარი სამოსის ხაზიც აქვს ბრიტანეთში - Draper James.
სელმა ჰაიეკი, 157 სმ.
სელმა დაბალი გოგონებისთვის მისაბაძი, გემოვნებიანი ქალბატონია. ის ორიგინალურობით გამოირჩევა და უპირატესობას ნათელ ფერებს, ქალურობასა და სხეულის გამოკვეთას ანიჭებს. ის თვლის, რომ სილამაზეა, როცა საკუთარ სხეულს შესაბამის სამოსს ურჩევ. ძალიან უყვარს აქსესუარები, ქუსლიანი ფეხსაცმელი და ჩანთები.
ემილია კლარკი, 157 სმ.
Game of Thrones -ის ვარსკვლავის გარდერობი სავსეა კაბებით, რომელთა შორისაც ნებისმიერი სიგრძე და სტილია.
ის არაჩვეულებრივად ირგებს საშუალო სიგრძის კაბებსაც, რომელსაც დაბალი გოგონები ერიდებიან (რომ უფრო დაბალი არ გამოჩნდნენ), თუმცა საშიშროება არ არსებობს, თუ ემილიას მსგავსად, პროპორციას დაიცავენ, პასტელურ ფერებს შეარჩევენ და მაღალქუსლიან ფეხსაცმელსაც შეუხამებენ.
სარა ჯესიკა პარკერი, 162 სმ.
Sex and the city-ის ვარსკვლავის სტილი ქუჩაშიც და წითელ ხალიჩაზეც, ერთნაირად მომხიბვლელია.
მას ხშირად აცვია კოჭამდე შარვალი (ასეთი შარვლები მას გარდერობში მრავლად აქვს), რაც უფრო მაღალს აჩენს მას.
ვიქტორია ბექჰემი, 163 სმ.
მას არ ეშინია დაარღვიოს წესები და თავისი სიმაღლის გათვალისწინებითაც სწორად მოირგოს სასურველი სამოსი და ნებისმიერი ფერი. მას მიგნებული აქვს მისთვის მოხდენილი სტილი და ამ სტილში მხოლოდ სამოსს და ფერებს ცვლის.