მეგან მარკლი გუშინ სამეფო ოჯახთან ერტად პირველად დაესწრო Royal Ascot-ის საცხენოსნო შეჯიბრს. დედოფალი, რომელიც საცხენოსნო სპორტის დიდი სიყვარულით გამოირჩევა, რა თქმა უნდა არც წელს არ დააკლდა ღონისძიებას, თუმცა უცნობია მიზეზი ქეით მიდლტონის არყოფნისა, რაც მეგანის ექსტრავაგანტულმა ჩაცმულობამ გადაფარა.
სასექსის ჰერცოგინია ეტლით მეუღლესთან ერთად წარსდგა ცერემონიაზე და მან კაბის შერჩევისას ამჯერადაც Givenchy-ზე შეაჩერა ყურადღება.
წყვილი მოწვეულ სტუმრების წრეში ხელკავით გადაადგილდებოდა, როგორც ფოტოებიდან ხდება ნათელი, მეგანმა უკვე შეძლო სამეფო ოჯახის საზოგადოებაში თავის დამკვიდრება.
მეგან მარკლის ჩაცმულობაში განსაკუთრებული ყურადღება მისმა ქუდმა მიიპყრო, რომელმაც საზოგადოებას ოდრი ჰეფბერნის ლუქი გაახსენა.
მსახიობმა თავი მსგავსივე ქუდით "ჩემი მშვენიერი ლედის" უბერებელი კადრებიდან დაგვამახსოვრა.