ცნობილი ქართველი დიზაინერის - ანუკი არეშიძის სამოსი ამჯერად პოპულარულმა ინგლისელმა მომღერალმა და სიმღერების ავტორმა - ჯესი ჯეიმ მოირგო. მომღერალმა, რომლის ნამდვილი სახელი და გვარი ჯესიკა ელენ ქორნიშია, სამოსი ანუკის კოლექციიდან Werchter Boutique 2018-ის ფესტივალისთვის შეარჩია და მაყურებლის დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
ბრჭყვიალა დეტალებით გაფორმებული სამოსი ქართველმა დიზაინერმა გასულ წელს წარუდგინა მოდით დაინტერესებულებს.
დიზაინერმა სასიამოვნო სიახლის შესახებ საკუთარი ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე დაწერა, "ბზინვარება" - დაურთო მომღერლის ფოტოს ანუკიმ.
მომღერალმა ანუკის სამოსში გადაღებული ფოტოები საკუთარ ინსტაგრამზეც ატვირთა და კომენტარებში ჩანს, რომ მისმა არჩევანმა დიდი მოწონება დაიმსახურა, "ბრილიანტივით თვალისმომჭრელი ხარ" -დაწერა ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.