მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის სამეფო ოჯახი პოპულარობით ბრიტანეთისას ჩამორჩება, როგორც ჩანს, მათი ცხოვრებაც ისეთივე მოდურია, როგორიც ყველასთვის ნაცნობი ოჯახისა. სოციალურმა მედიამ ამ თემის გარშემო წერა, მას შემდეგ დაიწყო, რაც შვედეთის პრინცესა - სოფია, საზოგადოებაში Stella McCartney-ს მწვანე კაბაში გამოჩნდა, რომლის ანალოგიც სწორედ მეგან მარკლის მეორე საქორწილო კაბა გახდლდათ.
პრინცესა Polar Music Award 2018-ის დაჯილდოებას დაესწრო სტოკჰოლმში და მას გვერდს მეუღლე - პრინცი კარლი უმშვენებდა.
მოდის ინდუსტრიაში სოფიას არჩევანი დიდად არ გაჰკვირვებიათ, რადგან ჰერცოგინიამ უკვე დიდი ხანია ზეგავლენას ახდენს მსოფლიო მოდის ტრენდებზე, რასაც გულშემატკივრები „მეგან მარკლის ეფექტსაც უწოდებენ“.
აღსანიშნავია, რომ სტელა მაკარტნი აღნიშნულ კაბის მხოლოდ 23 თეთრ და 23 შავ ეგზემპლარს გაყიდის, შესაბამისად, მეგანის მიბაძვა უკვე არც ისე მარტივი გახდება.