იტალიური მოდის სახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი - სტეფანო გაბანა, რომლის დიზაინიც ცნობილი ვარკვლავების დიდი მოწონებით სარგებლობს და მის პროდუქციას ისეთი ცნობილი ადამიანები ატარებენ, როგორებიც სოფი ლორენი, მადონა, მონიკა ბელუჩი, აიუმი ჰამასაკი, კრისტინა აგილერა და სხვები არიან,როგორც ჩანს არ ერიდება, რომ სახალხოდ მიაყენოს შეურაცხყოფა შოუბიზნესის წარმომადგენლებს.
საქმე იმაშია, რომ The Cat Walk იტალიას გვერდზე აიტვირთა სელენა გომესის წითელი ლუქები, რომელზეც დიზაინერმა შემდეგი ფრაზა დააკომენტარა „ის შეუხედავია!!!“.
ინტერნეტში სტეფანოს ამ უტაქტო კომენტარს უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა მომღერლის გულშემატკივრების მხრიდან, თუმცა ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა გაბანამ ცნობილ ქალბატონს საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა. ცოტა ხნის წინ, მისი მომდევნო მსხვერპლი ქეით მოსი გახდა, რომლის ფოტოზეც მან დაწერა რომ არ მოსწონს მისი ვიზუალი.