მეგან მარკლმა Givenchy-სა და Stella McCartney-ს საქორწილო კაბების შემდეგ, არჩევანი კიდევე ერთ ყველაზე ცნობილ ბრენდზე შეაჩერა და დედოფლის დაბადების დღისადმი მიძვღვნილ ცერემონიაზე Carolina Herrera-ს ღია ვარდისფერი სამოსით წარსდგა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ მას პროტოკოლი დაარღვევინა, მაინც საზოგადოების დიდი მოწონება დაიმსახურა. როგორც სასახლის ინსაიდერები იუწყებიან, მეგანის მოდურ ლუქების შერჩევაში პრინც ჰარის ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის.
Daily Mail-ის ცნობით, სასექსის ჰერცოგი ყოველთვის ზრუნავს, რომ მეგანს სამეფო სტილი თანამედროვე ტენდენციებს შეახამებინოს. „მეგანს ყოველთვის აინტერესებს ჰარის აზრი მის სამოსზე“ - წერია წყაროში.
პრინცი როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის ობიექტურად აფასებს მეუღლის ჩაცმულობას და მკაცრი სამეფო ჩაცმის პროტოკოლის მიუხედავად, ცდილობს მეგანი შეძლებისდაგვარად არ შეზღუდოს.