გასულ სამშაბათს, ფილმის „Ocean's 8-ის“ პრემიერაზე შოუბიზნესის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებმა მოიყარეს თავი, რომელთა შორის მსოფლიო დონის სუპერმოდელი - ადრიანა ლიმა, ჩვეული გლამურული ლუქით ბრწყინავდა. 36 წლის მოდელი შავ ამოღებულ კაბაში იდეალურად გამოიყურებოდა.

2 შვილის დედამ ამჯერად არჩევანი Roberto Cavalli-ს გამომწვევ კაბაზე შეაჩერა, რომელიც ბრჭყვიალა დეტალებით იყო გაფორმებული.




ღონისძიებამდე სუპერმოდელმა სამზადისის ამსახველი კადრები ინსტაგრამის გამომწერებს გაუზიარა.







