30 მაისს კიმ კარდაშიანსა და დონალდ ტრამპს შორის საქმიანი შეხვედრა შედგა, რომელიც თეთრ სახლში გაიმართა. კიმის ვიზიტი ციხის რეფორმასა და მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული არასახარბიელო სისტემას ეხებოდა, კერძოდ კი საქმე ელის ჯონსონს უკავშირდება, რომელსაც ნარკოტიკების მოხმარების გამო თავდაპირველად სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. მოლაპარაკების შედეგები ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფაქტია რომ კიმმა ჩაცმულობამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა მით უმეტეს ქართული მოდის სფეროში, რადგან კიმმა ამჯერად არჩევანი სწორედ ქართველი დიზაინერის სამოსზე შეაჩერა.
კიმმა დემნა გვასალიას Vetement-ის ბრენდის შავი, თავისუფალი სტილის კოსტუმი მოირგო, რითიც საზოგადოების გაოცება გამოიწვია, ვინაიდან, როგორც The Guardian-იც აღნიშნავს, უცნაურია თუ რატომ შეაჩერა კიმმა არჩევანი მსგავს თავისუფალი სტილის სამოსზე ოფიციალურ შეხვედრაზე ქვეყნის პირველ პირთან.