პოპულარული მომღერალი - სელენა გომეზი ამჯერად Puma-ს სარეკლამო კამპანიაში იღებს მონაწილეობას და ბრენდის ახალ სპორტულ ფეხსაცმელს - The Defy-ს უწევს რეკლამირებას. ფოტოსესიის კადრები ბრენდის ოფიციალურ ინსტაგრამზე გავრცელდა და გამომწერების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ ფეხსაცმლის ფასი 90$-ს არ აღემატება და მისი შეძენა უკვე შესაძლებელია ბრენდის მაღაზიებში.
მომღერალმა ბრენდთან კოლაბორაცია გასულ წელს დაიწყო და ამ კამპანიიდან მისმა შემოსავალმა უკვე 30 მილიონ დოლარს გადააჭარბა.