Balenciaga-ს კრეატიულმა დირექტორმა - დემნა გვასალიამ წლევანდელი შემოდგომის კოლექციისთვის უცნაური დიზაინის ზედები შექმნა, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც დრესკოდი არ მოსწონთ, მაგრამ იძულებული არიან გაითვალისწინონ. T Shirt Shirt-ის ზედა პერანგსა და მაისურს აერთიანებს და მისი ღირებულება 1290 $-ია.
Balenciaga ზოგადად სამოდელო სფეროში მუდმივად ინოვაციური იდეებით, რომელთა უმეტესობაც, ხალხის დიდი ნაწილის ირონიული მიდგომის მიუხედავად, საკმაოდ პოპულარული ხდება მსოფლიოს გარშემო.
ახალი დიზაინის სამოსი კრიტიკას ამჯერადაც ვერ გადაურჩა, "T Shirt shirt-ი არაჩვეულებრივი საჩუქარია ადამიანისთვის, რომელსაც ყველაფერი აქვს საკუთარი თავის პატივისცემის გარდა“ - ასე შეაფასა პოპულარულმა გამოცემამ - The Guardian-მა დემნას ახალი დიზაინი.