მას შემდეგ, რაც მეგან მარკლმა და პრინცმა ჰარიმ ნიშნობის შესახებ საჯაროდ განაცხადეს, ისინი ერთად ხშირად ფიგურირებდნენ საზოგადოებაში და სამეფო ოჯახის გულშემატკივრებსაც, რა თქმა უნდა, არ გამორჩენიათ ყველა მომენტი როდესაც ამჟამინდელმა სასექსის ჰერცოგინიამ საკუთარი მოდური ლუქის ინსპირაციად დედოფალი დაიანას სტილი აქცია, თუმცა როგორც აღმოჩნდა, გარკვეული მსგავსება იქამდეც იყო. გადავხედოთ როგორ დაემსგავსა ყოფილი მსახიობის ჩაცმულობა პრინცესის სტილს.
1. 2018 წლის 13 თებერვალი.
მეგანმა მომავალ მეუღლესთან ერთად ედინბურგის სასახლეში სტუმრობისას Burberry-ს კოსტიუმი შეარჩია, რომლის მსგავსიც პრინცესა დაიანასაც ეცვა 1987 წელს.
2. 2017 წლის 1-ლი დეკემბერი.
ამ დღეს მეგანი Terrance Higgins Trust World AIDS-ის საქველმოქმედო დღეს დაესწრო ნოთინგემში და მისი ჩაცმულობა პრინცესა დაიანას 1991 წლის 11 თებერვლის ლუქს მიესადაგებოდა.
3. 2017 წლის 25 სექტემბერი.
კანადაში გამართულ Invictus-თამაშებზე მეგან მარკლმა უბრალო ჯინსი და თეთრი პერანგი შეარჩია და მისმა ჩაცმულობამ ყველას ლედი დის ბოსნიაში 1997 წლის ვიზიტი გაახსენა.
4. 2017 წლის იანვარი.
გასულ წელს მეგანი დელის მოხალისის სტატუსით ესტუმრა და ახალგაზრდა გოგონებთან ერთად მუშაობდა, მოგზაურობის დროს მეგანს ტრადიციული ინდური სამოსი ეცვა, რომელშიც პრინცესა დაიანამ 1992 წელს საქვემოქმედო მისიის დროს დაგვამახსოვრა თავი.
5. 2016 წლის 16 ივლისი.
ზუსტად იმ პერიოდში, როდესაც მეგან მარკლმა და ჰარიმ ერთმანეთი გაიცვნეს, მეგანი Today Show-ში წითელი აკბით წარსდგა, რომლის გულისპირიც პრინცესა დაიანას კაბებისას იმეორებს.
6. 2014 წლის ოქტომბერი.
როგორც ჩანს მეგანისა და დაიანას სტილს შორის გარკვეული მსგავსება სამეფო ოჯახთან მის დაახლოებამდეც იგრძნობოდა. ფოტოზე ნაჩვენები ლუქით მეგანი ფილმ Haunted-ის პრემიერაზე წარსდგა.
7. 2012 წლის 15 თებერვალი.
მეგანს ეს ცისფერი მინიკაბა USA Network's and The Moth's Storytelling Tour-ის დროს ეცვა და მისი მსგავსება პრინცესა დაიანას 1996 წლის თებერვალში La Boheme-ის პერფორმანსის ჩაცმულობასთან უდავოა. აღსანიშნავია, რომ ამ დღიდან ერთი წლის შემდეგ ის მომავალ მეუღლეს შეხვდა.