პრინცესა დაიანა დღესაც ერთ-ერთ საპატიო ადგილს იკავებს ყველა დროის მოდური ქალბატონების სიაში. პრინცესა დეტალების დიდი მოყვარული ყოფილა და დღეს, ამდენი წლის შემდეგ კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა ყველა ის თანამედროვე მოდური ტრენდი, რომლის ერთ-ერთი პიონერიც სწორედ ლედი დი ყოფილა.
1. გულსაკიდი ინიციალით.
დიანა მსგავსი სამკაულით პირველად პრინც ჩარლზთან ქორწინებამდე, 1980 წელს გამოჩნდა და მსგავსი გულსაკიდები დღესაც საკმაოდ პოპულარულია გოგონებში.
2. ლედი დი ქალის ფერადი წინდების მოყვარული გახლდათ.
პრინცესა არა მხოლოდ კაბასა და ზედატანს უხამებდა არაჩვეულებრივად, არამედ ძალიან ხშირად იმავე ფერებში გადაწყვეტილი ქალის წინდებითაც წარსდგებოდა ხოლმე საზოგადოების წინაშე.
3.დაიანამ უარი თქვა კონსერვატიულ ქალის წინდებზე.
სამეფო ოჯახის წევრი ქალბატონები საზოგადოებაში ყოველთვის ქალის წინდებით ჩანან, რადგან მათი პროტოკოლი ამას ითვალისწინებს. თუმცა ლედი დაიანა შეეცადა მსგავსი შეზღუდვაც სათავისოდ შემოეტრიალებინა და დამატებითი ელემენტები შეიტანა კონსერვატიული სტილის წინდებში.
4. დაიანა ნეკა თითის ბეჭდებს ხმარობდა.
ქორწინების პირველ წლებში დაიანას ხშირად ხედავდნენ ნეკა თითის ბეჭდით, რომელიც საკუთარი ოჯახის სიმბოლო იყო. დღესაც, ეს ტრენდი საკმაოდ პოპულარულია და ცნობილ ვარსკვლავებსაც ხშირად ვხედავთ მსგავსი ბეჭდებით.
5.შეტრიალებული ყელსაბამი ზურგზე ამოღებულ კაბაზე.
6. ფერადი თვალის ლაინერი.
პრინცესა დაიანას მაკიაჟი, როგორც წესი, სამოსთან შეხამებულ ფერად თვალის ლაინერსაც მოიცავდა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა პრინცესა ცისფერ სამოსს ირგებდა.
7. სათვალე სტილისთვის.
პრინცესა დაიანა მხედველობის სათვალეს არ ხმარობდა, თუმცა უბრალო სათვალეებს არ ერიდებოდა და ეს მოდური ტენდეცია დღესაც საკმაოდ აქტუალურია.