მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სკაუტების პროფესია ძალიან განვითარებულია და ბევრი სამოდელო სააგენტოს წარმომადგენელი ქალაქის თავშეყრის ადგილებში მომავალ მოდელებს ეძებს. ამ გზით უამრავმა ცნობილმა სუპერმოდელმა დაიწყო კარიერა. ძირითადად, ისინი საერთოდ არ ფიქრობდნენ სამოდელო ინდუსტრიაზე და მხოლოდ აგენტების მეშვეობით დაინტერესდნენ.
კოკო როშა
აგენტმა მომავალი სუპერმოდელი ირლანდიური ცეკვების შეჯიბრზე იპოვნა. კოკო 14 წლის იყო, სკაუტის გამჭრიახმა მზერამ კი მასში დიდი მომავალი დაინახა. ჯიუტი როშას დაყოლიებას 1 წელი დასჭირდა, თუმცა ძალისხმევა ამად ღირდა.
ბეატი პრინსლო
ბეჰატი კეიპტაუნში ისვენებდა, პროდუქტების მაღაზიაში შესვლისას კი სკაუტმა მოდელობა შესთავაზა. მაშინ ბეატიმ წინადადება არასახარბიელოდ ჩათვალა, თუმცა ბედმა მაინც მოდის ინდუსტრიას მიაკუთვნა. მალე ის Storm Models-ის დამაარსებელმა შენიშნა.
ჟიზელ ბუნდჰენი
მსოფლიოს ყველაზე მაღალანაზრაურებადი მოდელი სკაუტმა მაშინ შენიშნა, როცა გოგონა გიგანტურ ბურგერს მიირთმევდა.
ქეით მოსი
90-იანების სუპერმოდელი ნიუ-იორკის აეროპორტში შენიშნეს. 14 წლის ქეითი არდადეგებიდან სახლში მიემგზავრებოდა.
რომი სტრიჯი
რომი სტრიჯი 14 წლის იყო, როცა ამსტერდამში დედასთან ერთად შოპინგისას, სამოდელო სააგენტოს სკაუტმა შენიშნა. მაგრამ, მორცხვი თინეიჯერი გოგონა სამოდელო ბიზნესში მოხვედრის პერსპექტივით არ დაინტერესებულა. 1 წლის შემდეგ კი რომიმ გადაიფიქრა. "უფრო მეტი გავიგე ამ ინდუსტრიის შესახებ და ვიფიქრე: "რატომაც არა?".