პრინცესა დაიანა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურა გახლდათ და მეუღლესთან დაშორების შემდეგაც არ დაუკარგავს აქტუალობა საზოგადოებაში. მას განსაკუთრებით ჰუმანურ ბუნებასთან ერთად, სტილის არაჩვეულებრივი შეგრძნება ჰქონდა და მისი მოდური ლუქები დღემდე აღიარებულია საუკეთერსოდ მოდის ინდუსტრიაში. როგორც ჩანს, ამ მოსაზრებას პრინცი უილიამის მეუღლე - ქეით მიდლტონიც იზიარებს და ძალიან ხშირად იმეორებს ტრაგიკულად გარდაცვლილი დედამთილის არჩევანს. მსგავსება ორი გამორჩეული ქალბატონის სტილს შორის Harper's Bazaar-მა დააფიქსირა.
დაიანა 1987 წელს პრინცი ჩარლზის პოლოს მენეჯერის დაჯილდოების დროს და ქეითი Warner Bros. Studio-ში ვიზიტისას 2013 წელს.
პრინცესა დაიანა Moschino-ს სამოსში 1991 წელს, კანადაში ვიზიტის დროს და კემბრიჯის ჰერცოგინია შვედეთში (2018 წ.)
დაიანა 1981 წელს საკუთარი ქორწილის რეპეტიციაზე და ქეით მიდლტონი კენსინგტონის სასახლეში 2017 წელს.
დაიანა და ქეითი შვეიცარიაში, 1986 და 2005 წლები.
ქალბატონები პირველ მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღვთისმსახურებაზე, 1991 და 2016 წლები.
დაიანა Catherine Walker-ის სამოსში 1985 წელს და ქეით მიდლტონი პრინცესა შარლოტას ნათლობის ცერემონიაზე (2015 წ.)
ლედი დი სიცილიაში ვიზიტის დროს 1985 წელს და ჰერცოგინია ბუკინგემის სასახლეში 2012 წელს.
პრინცესა დაიანა (1986 წ.) და ქეითი 2012 წელს სინგაპურში.
დაიანა გერმანიის საელჩოს ვახშამზე ლონდონში (1986წ.) და ქეით მიდლტონი მალაიზიაში გამართულ ოფიციალურ ვახშამზე (2012წ.)
ლედი დი ვენეციაში ტურნეს დროს (1985წ.) და ქეითი Alexander McQueen-ის სამოსში (2012 წ.)
დაიანა სააღდგომო ღვთისმსახურების დროს (1987 წ.) და ქეითი Pembroke-ის გადამამუშავებელ ქარხანაში სტუმრობისას (2014წ.)
დაიანა ვესტმინსტერში სტუმრობისას (1990 წ.) და ქეითი Stephen Lawrence Centre-ში (2015 წ.)
დაიანასა და ჩარლზის პირველი ერთობლივი გამოჩენა სახალხო ღონისძიებაზე ლონდონში (1981 წ.) და ქეითი Sun Military Awards-ზე (2011 წ.)
დაიანა ოფიციალური ვიზიტის დროს უელსში (1981 წ.) და ქეითი ლაურა პარკერისა და ჰარი ლოპესის ქორწილში (2006 წ.)
დაიანა ახალშობილ უილიამთან (1982 წ.), ხოლო ქეითი ჯორჯთან ერთად (2013 წ.)
დაიანა ბერმინგემის აეროპორტში 1984 წელს და ქეითი შვილთან ერთად ავსტრალიაში (2014 წ.)