სასექსის ჰერცოგინია ფრანგული ბრენდის კაბაში დაქორწინდა, რითის გულშემატკივრები სასიამოვნოდ გააოცა. მეგან მარკლის საქორწილო კაბის შესახებ დიდხანს ბჭობდნენ, გოგონას ეკლესიაში გამოჩენისას კი განხილვა უფრო გაღვივდა. კაბის დიზაინი Givenchy-ის ამჟამინდელ კრეატიულ დირექტორს კლერ უეიტ კელერს ეკუთვნის, რომელიც ერთი წელია რაც ბრენდში მუშაობს. მეგან მარკლი ვარცხნილობითა და მაკიაჟით ბუნებრიობის წარმოჩენას ცდილობდა, კაბაც მოწყვეტილია ზედმეტ დეტალებს და სადა იმიჯს გამოხატავს.
დიზაინერის ჩანაფიქრი ახდა და მეგანის საქორწილო კაბას "იდეალური უბრალოების ტრიუმფი" ეწოდა.
ოდრი ჰეპბერნი
იუბერ დე ჟივანშის და ოდრი ჰეპბერნის თანამშრომლობა მოდის ისტორიაში საკულტო გახდა. ბრიტანელი მსახიობი ორჯერ დაქორწინდა, Givenchy-ს კაბა მან მეორე ჯერზე, იტალიელ ფსიქიატრთან, ანდრეა დოტისთან ქორწინებისას მოირგო. ჟივანშის მიერ შეკერილმა კაბამ საქორწილო კაბის სტერეოტიპები დაამსხრია: ის იყო ვარდისფერი, მოკლე და ნაკლებად სადღესასწაულო.
მეორე საქორწილო კაბა, რომელიც ჟივანშიმ თავის მუზას მიუძღვნა, მხოლოდ კინოსთვის იყო განკუთვნილი. 1957 წელს ეკრანებზე ფილმი Funny Face გამოვიდა, სადაც ოდრიმ ეფექტური საქორწილო კაბა მოირგო.
კრისტინა რიჩი
2013 წელს ჟივანშის კაბით კრისტინა რიჩი გათხოვდა. ქორწინებამ დახურულ კარს მიღმა ჩაიარა და ოფიციალური ფოტოები არ გავრცელებულა.
კიმ კარდაშიანი
კიმის მიერ მორგებული ჟივანშის კაბა მორიგი ფენომენი გახდა: 2014 წელს ვარსკვლავი კეინი უესტზე გათხოვდა და ბრენდის კრეატიულ დირექტორს რიკარდო ტიშის მიმართა. "ქალთევზას" ფორმის კაბა დიდი შლეიფით და ნაქარგებით 500 ათასი $ დაჯდა.
ლარა სტოუნი
მოდელმა 2010 წელს კომედიის მსახიობ დევიდ უილიამზე ქორწინებისას ჟივანშის ელეგანტური კაბა მოირგო და მოგვიანებით ის ამავე ბრენდის ოქროსფერი წვეულების კაბით ჩაანაცვლა.