შვილები დედებს სხვადასხვა ასაკში განსაკუთრებით ემსაგავსებიან, გამონაკლისები არც სელებრითები არიან .
სინდი კროუფორდი და კაია გერბერი
სინდისა და კაიას მსგავსება რთულია, ვერ შენიშნოთ. ერთადერთი განსხვავება კროუფორდის ლოყაზე ხალია. გერბერი, დედის მსგავსად, სამოდელო ბიზნესში ჩაერთო და 16 წლის ასაკში არანაკლები მწვერვალები დაიპყრო.
იოლანდა და ჯიჯი ჰადიდები
ჯიჯის დედას ხშირად ამსგავსებენ, თუმცა მას ბელაც ჰგავს (ორივეს ქერა თმა აქვს). მსგავსია მათი ისტორიებიც: ორივე მოდელია, თანაც, საკმაოდ მაღალანაზღაურებადი.
ვანესა პარადი
და ლილი-როუზ დეპი
თაყვანისმცემლები ხშირად დავობენ, თუ ვის უფრო ჰგავს ლილი-როუზი, ვანესა პარადის თუ ჯონი დეპს. როგორც უნდა იყოს, შეგიძლიათ ამ გოგონების სილამაზითა და ნიჭიერებით დატკბეთ, როგორც კინოში, ისე მრავალმილიონიანი კონტრაქტებით ცნობილ ბრენდებთან.