ცოტამ თუ იცის, რომ ჰადიდების გვარის სამი ულამაზესი სუპერმოდელის გზას, ოჯახის უმცროსი წევრი - ანვარ ჰადიდიც მიუყვება. მიუხედავად იმისა, რომ ჯიჯი და ბელა ხშირად ჩნდებიან დედას - იოლანდასა და უმცროსი ძმის გარემოცვაში, ანვარი არც ისე აქტიურად ფიგურირებს მედიასივრცეებში, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მის სამოდელო კარიერას უკვე შეგვიძლია ვუწოდოთ წარმატებული.
18 წლის ანვარის პირველი სამოდელო დებიუტი 2015 წელს შედგა, როდესაც მისი ფოტო ჟურნალ Nylon-ის გარეკანზე აღმოჩნდა. 2016 წელს კი უკვე Teen Vogue-ში იპოზიორა.
ანვარისა და ცნობილი დების ფოტოებიც ხშირად პოდიუმზე საერთო გამოსვლებს ასახავს, მაგალითად, 2018 წლის თებერვალში მათ ერთად მიიღეს მონაწილეობა Tommy Hilfiger-ის ჩვენებაში.
ანვარს, ისევე როგორც ბელა ჰადიდს, დედისგან ლაიმის დაავადება გამოჰყვა, რომელიც ამერიკასა და ევროპაში ყველაზე ხშირად გავრცელებული მწერით გადატანილი დაავადებაა.
Anwar - არაბულად მანათობელს ნიშნავს, რაც ალბათ შეესაბამება კიდევაც დამწყები მოდელის ბრწყინვალე მომავალს.
ამჟამად ანვარი 5 წლით უფროს მსახიობს - ნიკოლა პელცს ხვდება.
ანვარი ტატუირების მოყვარულია, მას ზურგზე ჩიტის, ვარდისა და საკუთარი დაბადების წლის აღმნიშვნელი ტატუ აქვს.