ზაფხულამდე სულ ცოტა დრო რჩება და თუ ზედმეტი კილოგრამების მოშორება ჯერ კიდევ ვერ მოასწარით, დიეტა, რომელსაც Victoria’s Secret -ის ანგელოზები ჩვენების წინ იცავენ, გახდომის პროცესს საგრძნობლად დააჩქარებს.
გულწრფელად რომ გითხრათ, მარტივი არ იქნება, მაგრამ გახდომა გარანტირებული გაქვთ - მუცელი გაქრება, დუნდულები კი აიწევა. ამასთან, შედეგის შენარჩუნებას დიდხანს შეძლებთ.
მაშ ასე, კვირის რაციონი:
დღე პირველი
საუზმე: ფინჯანი შავი ყავა ან მწვანე ჩაი.
ხემსი: 1 ც ვაშლი (ან სხვა ნებისმიერი ხილი).
სადილი: 2 ც მოხარშული კვერცხი, მწვანე სალათა და 1 ც
პომიდორი, 2 ც კარტოფილი მუნდირში.
ვახშამი: ძროხის ხორცის დიდი სტეიკი გრილზე და მწვანე სალათა.
დღე მეორე
საუზმე: ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.
ხემსი: 1 ც მწვანე ვაშლი.
სადილი: ძროხის ხორცის დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, 1 ც პომიდორი, ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: ბოსტნეულის წვნიანი ( 1 თეფში).
დღე მესამე
საუზმე: ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.
ხემსი: ჭიქა ნატურალური, უცხიმო იოგურტი.
სადილი: დიდი სტეიკი, მწვანე სალათა, ჭიქა ნებისმიერი ახლად დაწურული წვენი.
ვახშამი: 2 ც მოხარშული კვერცხი და 2 მცირე ნაჭერი უცხიმო ლორი.
დღე მეოთხე
საუზმე: ფინჯანი ყავა შაქრისა და რძის გარეშე ან ჩაი, მარცვლეულის ტოსტი.
ხემსი: მუჭა კაკალი.
სადილი: ხორცის დიდი სტეიკი გრილზე, მწვანე სალათა, ჭიქა მწვანე ჩაი.
ვახშამი: 2 ც მოხარშული კვერცხი და 2 მცირე ნაჭერი ლორი. გაგრძელება