Dr. Martens-ს სასიამოვნო სიახლე აქვს ყველასთვის, ვისაც აღმოსავლური ხელოვნება იზიდავს. ბრენდმა ახალი კოლექცია სახელწოდებით „Eastern Art” გამოუშვა, რომელიც აერთიანების ფეხსაცმლისა და ტყავის ჩანთების კოლექციას, რომლებიც ხელით შესრულებული იაპონური ნახატებითაა დაფარული.
Dr. Martens-ი თანამშრომლობს აღმოსავლური ხელოვნების პროფესიონალებთან და თითოეული პროდუქტი უნიკალურია განსაკუთრებული ფერთა გამით, დიზაინითა და ტყავს ტექსტურით.
იაპონური ხელოვნება ყოველთვის იყო შთაგონების წყარო დიზაინერებისთვის და ბრიტანული ბრენდის მიერ ამ მიმართულების შეთავსებაც საკმაოდ წარმატებული იქნება მსოფლიო მოდის ბაზარზე.
ახალი მოდელის ფეხსაცმლის ფასი 155$-ს არ აღემატება, ორიგინალური ხელჩანთების ფასი კი 155$ -ია, მათი შეძენა Dr. Martens-ის ოფიციალური გვერდიდან უკვე შეუძლია ნებისმიერ მსურველს.