მოდის სფეროსა და კინემატოგრაფის კავშირი მრავალ წელს ითვლის, ეს არის ორი ძალა, რომელიც ერთმანეთს შთააგონებს.
მოდური კოსტუმები და სცენის დიზაინი, რომელიც ყოველ სეზონზე დაჯილდოების ცერემონიალზე განხილვის თემაა - აღიარებას ყოველ ჯერზე პოულობს. ასეთ გლამურულ ფილმებს კი რაღა თქმა უნდა ჩვენ სამოსის შერჩევასა და მიმართულებების შერჩევაში წვლილი მიუძღვის.
Zoolander
2001 წლის ფილმი ბენ სტილერის მონაწილეობით ნამდვილი კომედიაა, რომელიც მოდის ინდუსტრიის შესახებ სატირას წარმოადგენს. თანაც რაც ასეთი მნიშვნელოვანია, 2000-იანი წლების ყველაზე პოპულარული ჰოლივუდელები კადრებს ამშვენებენ.
Coco Before Chanel
ფრანგული ფილმი ლეგენდარული კოკო შანელის შესახებაა, როგორი იყო მისი გზა დიდებამდე. ოდრი ტატუ ელეგანტურად ასრულებს როლს 2009 წლის ფილმში.
A Single Man
ფილმი ტომ ფორდის სარეჟისორო დებიუტია. მასში დამსახურებული მსახიობები კოლინ ფირსი და ჯულიანა მური მონაწილეობენ. მთლიანი ფილმი ტოვებს განწყობას, თითქოს ყველაზე მოდურ ჟურნალს ათვალიერებთ. აღსანიშნავია შთამბეჭდავი კოსტუმებიც.
Fresh Dressed
ქეინი უესტი, Nas და Puff Daddy იმ ვარსკვლავებს შორის არიან, რომლებიც 2015 წლის დოკუმენტურ ფილმში მონაწილეობენ. ნამუშევარი ჰიპ-ჰოპის ურბანული მოდის განვითარებას შეეხება. ასევე მუსიკისა და მოდის ინტერაქციას.
Valentino: The Last Emperor
დიდებული ვალენტინო გარავანი 2008 წლის დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირია, მისი მდიდრული ნამუშევრებითა და საინტერესო ცხოვრებით. ფილმის მსოფლიო მოდაზე მის გავლენას იკვლევს.
Dior & I
დიორის არტ-დირექტორ რაფ საიმონსის პირველი კოლექცია 2014 წლის დოკუმენტური ფილმის კადრებში აისახა და დიზაინის შექმნისა და საბოლოო სახის მიღების არაჩვეულებრივი სურათი დაიხატა.
Gia
HBO -ს ცნობილ ფილმში Gia - ანჯელინა ჯოლი მონაწილეობს, რომელიც მოდელის ჯია კარანის როლში მისი ნამდვილი ცხოვრების ისტორიას გვიამბობს. ფილმი ჯიას, როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე წამყვანი სუპერმოდელის აღზევების ისტორიის და მისი წამალდამოკიდებულების შესახებ ყვება.
Saint Laurent
ლეა სეიდუ და გასპარ ულიე ფრანგულ ბიოგრაფიულ ფილმში მონაწილეობენ, რომელიც ივ სენ ლორანის სახასიათო პიროვნებას შეეხება. კინოსურათი ფრანგი დიზაინერის კრეატიულ შესაძლებლობებზე გვიამბობს და 60-70-იანი წლების ადეკვატურ გარემოს ასახავს.
Inside British Vogue
ეს არის 2016 წლის BBC-ის დოკუმენტალური სერიები, რომელიც ბრიტანული Vogue-ის კულუარებს გვაცნობს. აქ თქვენ ქეით მოსს, ვიქტორია ბექჰემსა და ანა ვინტურსაც იხილავთ.
.
Phantom Thread
დენიელ დეი ლუისმა განაცხადა, რომ 2017 წლის ეს ფილმი უკანასკნელია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს, 3 ოსკარის მფლობელი მსახიობი აქ რეინოლდს ვუდკოკს - გამოგონილ პერსონაჟს თამაშობს. ის მაღალი წრის კუტურიეა, რომელსაც ახალგაზრდა ლამაზ ქალბატონებთან აქვს ურთიერთობა.