ბელა და ჯიჯი ჰადიდები თანამედროვე მსოფლიო მოდის ორი უბრწყინვალესი წარმომადგენლები არიან. დები განსაკუთრებული შარმითა და უშუალობით გამოირჩევიან, რის გამოც მათ მილიონობით გულშემატკივარი ჰყავთ. გოგონები ხშირად საუბრობენ გულახდილად საკუთარ ემოციებსა და პირად ცხოვრებაზე და ამჯერად, ინტერვიუ დას ჯიჯი ჰადიდმა ჩამოართვა სპეციალურად Harper’s Basaar-ისთვის.
ჯიჯი: რა არის, რაც ყველაზე მეტად უკვირთ შენგან?
ბელა: ადამიანები თვლიან რომ მუდმივად ერთნაირი, მოწყენილი სახის გამომეტყველება მაქვს, თუმცა ვერ აცნობიერებენ, რომ ეს ფოტოგრაფების მოთხოვნიდან გამომდინარეობს და სიცილი ჩემი ყოველდღიურობის ნაწილია.
ჯიჯი: რამდენად მოქმედებს შენზე უარყოფითი გამოხმაურება სოციალურ მედიაში?
ბელა: მრავალი ბრძოლის გადატანა მომიხდა საკუთარ თავთან, რადგან ინტერნეტსივრცეში ბევრი წყაროა რომელსაც შეუძლია ადამიანი გაანადგუროს, მაგალითად, არ იყო მარტივი ისეთი ფრაზების წაკითხვა როგორიცაა - როგორი ამაყია! იქნებ ვარ კიდევაც ან შეიძლება უბრალო ცუდი დღე მქონდა, არასწორია ადამიანი ასე ერთი ხელის მოსმით განსაჯო.
ჯიჯი: ყველაზე მთავარი, რაც საზოგადოებამ შენზე არ იცის, ალბათ ის არის რომ სახლში ყოფნა გიყვარს.
ბელა: ნამდვილად, ყოველთვის ერთი სული მაქვს შაბათ-კვირას როდის შევძლებ მშვიდად დასვენებას. ჩვენი კარიერა მუდმივად ხალხის გარემოცვაში ყოფნას მოითხოვს, მაგრამ ყველაზე ნაკლებად რასაც შაბათ ვისურვებდი, სწორედ სახლის დატოვებაა. მიყვარს ისეთი საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნა, როგორიც შენ ხარ ჩემთვის, მათთან ერთად ვიდეო თამაშებით გართობა, ფილმების ყურება.. მოკლედ, ყველაფერი რასაც ბავშვობაში ვაკეთებდით, სანამ ჯიჯი და ბელა გავხდებოდით.