ქენდალ ჯენერი არასდროს უფრთხის თამამ ჩაცმულობას, როცა საქმე მნშვნელოვან ფოტოსესიებსა თუ ღონისძიებებს ეხება, გამონაკლისი არც წლევანდელი კანის ფესტივალი გახლავთ, რომელზეც 22 წლის მოდელმა თითქმის გამჭვირვალე ღია ფერის კაბით წარსდგა.
კაბა Schiaparelli Haute Couture-ის 2017-2018 წლის შემოდგომა - ზამთრის კოლექციიდანაა და მასში მოდელი საკმაოდ ექსტრავაგანტულად გამოიყურებოდა.
თეთრი აბრეშუმის კაბას წელზე განიერი ქამარი ამშვენებდა და საბოლოო ჯამში, რამდენიმე ფენად დაწყობილი თხელი ქსოვილი კაბას ცოტათი საპატარძლო იერსაც აძლევდა, მაგრამ მოდელის მიერ შერჩეულმა სითამამემ ლუქს გაცილებით მეტი ინდივიდუალურობა შესძინა.
აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა მოდელმა არჩევანი სწორედ გამჭვირვალე და გამომწვევ კაბაზე შეაჩერა არჩევანი, გასულ წელს გამართულ კანის კინოფესტივალზეც ქენდალმა მსგავსი ჩაცმულობით დაგვამახსოვრა თავი.