წარმოშობით რუსმა მოდელმა - ირინა შეიკმა, წლევანდელ კანის კინოფესტივალზე განსაკუთრებით გლამურული კაბით დაგვამახსოვრა თავი. 32 წლის ტოპმოდელი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა Versace-ს საკმაოდ გამომწვევ წითელ კაბაში.
სუპერმოდელი აქამდეც ფიგურირებდა წლევანდელი ფესტივალის წითელ ხალიჩაზე და მან ღონისძიების გახსნისთვის გაცილებით უფრო თავშეკავებული, Twinset-ის ბრენდის შავი კაბა შეარჩია.