ნიუ-იორკში გამართულ Met Gala 2018-ის ღონისძიებაზე წელს სელენა გომეზი გართველი დიზაინერის - თეა ოთარაშვილის მიერ ხელით შექმნილი ულამაზესი კაბით წარსდგა. თეა ცნობილი დიზაინერის სტიუარტ ვევერსის გუნდის წევრია, რომელიც Coach-ის კრეატიული დირექტორიც გახლავთ და როგორც აღმოჩნდა, სელენა გომესის კაბის შექმნაზე სწორედ ქართველმა დიზაინერმა იმუშავა.
წელს ვარსკვლავებმა საკუთარი სამოსი ფესტივალის თემატიკიდან - Heavenly bodies: Fashion and the Catholic Imagination შეარჩიეს, სელენა გომეზი ღონისძიებაზე თეთრ, სადა კაბაში წარსდგა. თეა ოთარაშვილი ერთი თვის განმავლობაში პირადად მუშაობდა ამ არაჩვეულებრივი კაბის შექმნაზე.
დიზაინერმა საკუთარი წარმატება სოციალური ქსელებით გაგვიზიარა.