წელს, ვიქტორია ბექჰემი 44 წლის გახდა და გულშემატკივრების გაოცებას კვლავ საოცრად განაგრძობს. ვარსკვლავი ინსტაგრამზე ხშირად აქვეყნებს ქმართან და შვილთან ერთად გადაღებულ ფოტოს და პლანეტის გარშემო ბევრ ადამიანს შთააგონებს. საინტერესოა რომელი 5 ნივთის გარეშე ვერ წარმოუდგენია საკულტო იმიჯის ქალბატონს ცხოვრება.
#1 შავი როლინგი
ეს მარტივი ნივთი ვიქტორიას სავიზიტო ბარათიც კი გახდა. დიზაინერი მის ჩაცმას გრძელ ქვედაბოლოებთან და ფართო ჯინსებთან გვირჩევს.
#2 გრძელი ქვედაბოლო
ასიმეტრიული ნაკერის ან უჩვეულო ჭრილის მქონე კაბას ვიქტორია ხშირად ატარებს და მათ თავისუფალ მაისურებს და დიდ ჯემპერებს უხამებს.
#3 ნაკეცებიანი "ჩაჩაჩული" ფეხსაცმელი
მათ ბორდოსფერ, ლურჯ და წითელ ფერებში ირჩევს. ასეთი ფეხსაცმელი იდეალურად ეხამება ვიქტორიას მთლიან გარდერობს.
#4 Mom Jeans
არაფორმალურ შეკრებებზე ვარსკვლავს ფართო ჯინსებით ხშირად ვნახავთ, რომელსაც მოდურ ლექსიკონში "დედის ჯინსებს" უწოდებენ. ამ დროს წელზე ხშირად აკეთებს აქცენტს ქამრით.
#5 თეთრი მაისური
ვიქტორია შთაგვაგონებს, რომ თეთრი უბრალო მაისური კლასიკად რჩება.